1.პროექტის სახელწოდება: ,,სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ ''
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი კუთხის: სოფლის, ქალაქის, რაიონის წარსული და აწმყო.
3.პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია ყოველთვის, ყველგან, რადგან საკუთარი კუთხის იტორიის ცოდნა არასოდეს კარგავს მნიშვნელობას. ყველას ეამაყება, როცა თავისი კუთხის ისტორიას კარგად ფლობს .
4.პროექტის მიზნები : პროექტის მიზანია მოსწავლეები ადრეულ ასაკშივე დაინტერესდნენ საკუთარი სოფლის იტორიით. ისწავლონ,გაიგონ, თვითონ მოიძიონ, გამოიკვლიონ შესაძლებლობის ფარგლებში. მოინახულონ და მოიძიონ ისტორიული ძეგლები, დააკვირდნენ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და შეისწავლონ დაბა ჟინვალის უახლოესი წარსული. ძველი ჟინვალის ტერიტორიაზე
ამჟამად უზარმაზარი ჟინვალის წყალსაცავია.
5..მონაწილეთა ასაკი: 13-15 წლის მოსწავლეები.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 10-12 დღე.
7 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეაჯამებენ თავიანთ ნაშრომებს. გამოუშვებენ გაზეთს ამ ნაშრომებზე დაყრდნობით და გაავრცელებენ მოსახლეობაში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, კალამი, ფურცლები...
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): დასაწყისში მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციებს ჟინვალის შესახებ სხვადასხვა წყაროდან: ინტერნეტიდან, ენციკლოპედიებიდან, უფროსებისგან და სხვა. იქმნება 4-5 კაციანი ოთხი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფს ეძლევა სხვადასხვა დავალება. 1-ლი ჯგუფი იღებს დავალებას: მოიძიონ ინფორმაციები,თუ სად და როგორ მოიხსენება ჟინვალი ისტორიულ წყაროებში. ჟინვალის სახელწოდების ისტორია.
მე-2 ჯგუფი მუშაობს ჟინვალის გეოგრაფიულ მდებარეობაზე.იძიებენ შესაბამის ფოტომასალას.
მე-3 ჯგუფი მუშაობს ჟინვალის უახლოეს ( დაახლოებით 20-30 წლის წინ) ისტორიაზე. ინფორმაციასთან ერთად იძიებენ ფოტომასალას.
მე-4 ჯგუფი კი მუშაობს თანამედროვე ჟინვალის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე.
შესაბამისად ისინიც მუშაობენ ფოტოებზე.
მუშაობის დასასრულს ჯგუფები აჯამებენ ნამუშევრებს და წარადგენენ.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ისტი.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეკა ქარჩაიძე.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekaterine.qarchaidze@gmail.com
